Sunday, July 15, 2018

ტრენინგის რეფლექსია


2018 წლის 27 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი:ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
ტრენინგის მიზანი იყო;ისტ-ის გამოყენებით მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებული გაკვთილების დაგეგმვა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება.
ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობა და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.ეს პროგრამებია:ვორდი,ექსელი,პოვერ-პოინტი.პარალელურად ვეუფლებოდით ონლაინ საიტების გამოყენებასაც.
ამ ტრენინგის განმავლობაში ბევრი საინტერესო სიახლის მომსწრენი გავხდით, გავაცანით,ჩვენთვის აქამდე უცნობ,მარტივ საშუალებებს რესურსების,კომიქსების შესაქმნელად..
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ხშირად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,დავგეგმავ გაკვეთილებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა  და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას.
ამ თვალსაზრისით,ტრენინგი ძალზედ ნაყოფიერი,საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა. ვფიქრობ.მომავალ სასწავლო წელს უფრო საინტერესოდ დავგეგმავ.


No comments:

Post a Comment